вторник, 3 июня 2014 г.

პროოექტი: ჰოლივუდის ღიმილი“
პროექტის მოქმედების ვადა და ხანგრძლივობა:2სთ.
პროექტის განმხორციელებლები:მე-10კლ.
·       პროექტის მიზანია: დავაკავშიროთ ქიმია ყოველდღიურ ცხოვრებასთან კარგად ცნობილი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის,კბილის პასტის,შესწავლის გზით და ამით გავზარდოთ მოსწავლეთა ინტერესი ქიმიის მიმართ.აგრეთვე,კბილის პასტის კვლევით მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ ქიმიური ნივთიერერბების დიდი რაოდენობა.
პროექტის სრული აღწერა:პროექტი სამი ნაწილისგან შედგება
I ნაწილი:მოსწავლეები განიხილავენ კბილების მოვლის რეგულარულობის მნისვნელობას,კბილის ჯაგრისის ისტორიას და მის ჰიგიენურ ნორმებს.ამ თემასთან დაკავშირებით ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციებს.
II ნაწილი:მოსწავლეები მასწავლებლის ხელმძღვანელობით,იკვლევენ კბილის პასტი შემავალ ინგრედიენტებს და აჯგუფებენ მათ.შემადგენლობის მიხედვით განასხვავებენ მათეთრებელი,სამკურნალო,კარიესის საწინააღმდეგო თვისებების კბილის პასტებს.
IIIნაწილი დაეთმობა პრაქტიკას-ა)მოსწავლეებს ევალებათ ლაბორატორიაში მოამზადონ ბუნებრივი კბილის პასტა,გამოიყენონ სახლშიარსებული მასალები,შეამოწმონ მისი მოქმედება,რათა შეადარონ ის ქარხნულ კბილის პასტას.
(მომზადების წესი:2სკ.საჭმლის სოდა,1/4ჩკ.მარილი,3/4სკ.გლიცერინი,წყალი იმდენი სანამ არ გახდებაიგივე სიმტკიცის,როგორცნაყიდი.)
ბ)მოსწავლეებს ევალებათ ფერადი კვერცხების დამზადება.ნაჭუჭი 95%კალციუმი კარბონატს შეიცავსდა მას კბილის ემალის იმიტაციისთვის ვიყენებთ.
(მომზადების წესი:0,5ჩჭ.მდუღარე წყალი,1ჩკ.ძმარი,20წვეთი წითელი საკვები საღებავი,ჩაუშვათ მაგრად მოხარშული კვერცხი მანამ,სანამ კვერცხიარ მიიღებს შეფერილობას.)
დასკვნითი ეტაპი:კვერცხის ზედაპირს მოსწავლეები ყოფენ 2 ნაწილად და ხეხავენ კბილის ჯაგრისით ერთ ნაწილს ქარხნული და მეორე ნაწილს სახლის პირობებში დამზადებული კბილის პასტით.შედეგებს აღწერენ და გამოაქვთ დასკვნა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
·       საგაზეთო პუბლიკაციების მომზადება და გაზეთის გაფორმება
·       ფოტომასალის მოგროვება
·       სახლის პირობებში დამზადებულიკბილის პასტის რეცეპტების  და კბილის ემალის მათეთრებელზე რეკომენდაციის გავრცელება.
·       პრეზენტაციები
·       დისკუსიები თემებზე:კვერცხის ნაჭუჭსა და კბილის ემალს შორისგანსხვავება;კბილის პასტების გამჭმენდი ან გამათეთრებელი თვისებები;სახლში დამზადებული პასტისა დაქარხნული კბილის პასტის ღირებულება;
ესგ-სთან კავშირი/შესაბამისობა:1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
2.მოსწავლეს შეუძლიაკვლევითი პროცედურების განხორციელება/მონაცემთა აღრიცხვა.
3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
4.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება.

პროექტის ხელმძღვანელი:ქეთევან ვანიშვილი            vanishviliketi@gmail.com 595 91 94 01
ჯანსაღი ღიმილი